Sunday, September 10, 2017

             ტრენინგის მეცხრე დღე.
       
        ტრენინგის მეცხრე დღე არის დამამთავრებელი, შეჯამება მთელი ამ ტრეინინგისა.
            ჩემთვის საინტერესო იყო ტრენინგი ,,პროექტით სწავლება''. სიახლით დაიწყო პირველივე დღე. გავეცანით სრულიად განსხვავებულ, მარტივ და მრავალფეროვან ელექტრონულ სახელმძღვანელოს.
   განვიხილეთ პროექტის განხორციელების ეტაპები. ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მნიშვნელობაზე.გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის  შაბლონს, გეგმების ნიმუშებს, ბროშურის შაბლონს. უკეთ გავიაზრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გარკვეულ სირთულეებს წავაწყდი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების შერჩევისას. საინტერესო იყო კოლეგების ნაშრომების გაცნობა, უკუკავშირის მიცემა.
       ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის განხორციელების ეტაპები, ჩეკლისტის მნიშვნელობა და გამოყენება. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს: განმავითარებელს და განმსაზღვრელს,  მოსწავლეთა  წინარე ცოდნის დასადგენ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირის სახეების და კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის წესები.
  საინტერესო იყო თვითშეფასების რუბრიკა, დიფერენცირებული სწავლება, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის აქტივობების შერჩევა. განვიხილეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა და სტრატეგიები.ყველაფერს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი განვითარების ინტელექტი, გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას.

ყოველთვის მაინტერესებდა ბლოგის შექმნა. ამ ტრენინგმა მომცა საშუალება შემექმნა ჩემი ბლოგი. ჩვენი ენერგიული  ტრენერის მკაფიო და გასაგები ინსტრუქციებით კარგად გავართვი თავი ბლოგზე მუშაობას. ავტვირთე პროექტის გეგმის პრეზენტაცია, მოსწავლის ნიმუში და ბროშურა. ვისწავლე კომენტარების დადება. ვისწავლეთ  მაკრატლის გამოყენება.
     ტრენინგის ყოველი დღე საინტერესო, დატვირთული და ჩვენი პრაქტიკისათვის აუცილებელი იყო. სასიამოვნო იყო ქალბატონ დიანას ტრენინგზე ყოფნა. საჭიროების შემთხვევაში გვეხმარებოდა და გვიხსნიდა მარტივად. აქ შეძენილი ცოდნა გამიადვილებს პროექტის დაგეგმვა- განხორციელებას.
  ტრენინგზე გავიცანი კოლეგები, საინტერესო იყო მათთან თანამშრომლობა. დიდი მადლობა კოლეგებო ამ დღეებისათვის, რომელსაც სილამაზე ჩვენი ტრენერის უშუალობამ შესძინა...
   
                            ტრენინგის მერვე დღე.


       ტრენინგის  მერვე დღე. წინა დღეებივით მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. გავეცანით, რა სახის დავალება უნდა მივცეთ სსმ მოსწავლეს პროექტზე მუშაობის პროცესში. გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. თითეული განვიხილეთ ცალცალკე.
   ვისწავლეთ მაკრატლის გამოყენება. ვიმუშავეთ ბლოგში, ავტვირთეთბროშურა. ვიმუშავეთ დრაივში და ავტვირთეთ ჩემი და მოსწავლის პრეზენტაციები.
                   ტრენინგის მეშვიდე დღე.
 
       განვიხილეთ მე-6 და მე-7მოდული. მოსწავლეთა პროექტების შეფასება. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ სხვადასხვა სახის შეფასების ფორმები და რუბრიკები.ვიმსჯელეთ ფასილიტაციი, ფასილიტატორის დანიშნულების შესახებ. განვიხილეთ ფასილიტატორის მიერ შექმნილი დამატებითი ფორმები.განხილულ ფორმებსა და რუბრიკებს გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში. მადლობა დიანა საინტერესო დღისათვის.

                                          ტრენინგის მეექვსე დღე.


            დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ ბლოგების საშუალებით ერთმანეთთან დაკავშირება. კომენტარების გაკეთება  მოსწავლის ნამუშევარში, შესაბამის ველში.გავიხსენეთ პრეზენტაციის გასაკეთებელი უნარჩვევები. გავიარეთ მოდული ოთხი. განვიხილეთ უკუკავშირის მიცემა. ვისწავლეთ მოსწავლის შეფასება.
             კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ტრენერ დიანა მიქაძეს.
 
                                                  ტრენინგის მეხუთე დღე.


           დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს. თუ რატომაა მნიშვნელოვანი ამ უფლებების დაცვა, მოსწავლეთა და პედაგოგთა მხრიდან. ასევე ინტერნეტ საკომუნიკაციო საშუალებებს, ონლაინ პროგრამებს.
           მივიღეთ რჩევები უკუკავშირის განსახორციელებლად. ვისწავლეთ ინტერნეტ- რესურსების ჩამოტვირთვა.
                                               ტრენინგის მეოთხე დღე.

       ტრენინგის მეოთხე დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.განვამტკიცეთ ისტ უნარჩვევები.განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ფორმები.დავათვალიერეთ ინტელის საიტი.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა შაბლონებიდან რესურსების სტრატეგიები.ვისწავლეთბლოგში სურათების ჩასმა, ფონების შეცვლა, სახალისო იყო ბლოგზე მუშაობა. ტრენინგი ტანდათან სახალისოა და საინტერესო.